სამშაბათსა და ოთხშაბათს ინგლისის ჩემპიონატის ორი გადადებული შეხვედრა გაიმართა. სამშაბათს “ლივერპულმა” გასვლაზე წააგო “ჰალისთან” და ჩემპიონთა ლიგაზე ოცნება საბოლოოდ შეწყვიტა, ხოლო გუშინ ლონდონის “ჩელსიმ” სტუმრად “ლესტერი” დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აშორებს.
“კინგსტონ სთედიუმზე” გამართულ შეხვედრაში სტუმრები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი სახიფათო ეპიზოდი ჰქონდათ, თუმცა ერთადერთი გოლი მათ კარში გავიდა – 37-ე წუთზე ელმოჰამედის ზუსტი ჩაწოდებით დოუსონმა ისარგებლა და თავური დარტყმით გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა – 1:0. “ვეფხვებმა” 34 ქულა დააგროვეს და გასავარდნ ზონას 4 ქულით მოშორდნენ, ხოლო “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამორჩა და ევროპა ლიგით მოუწევს დაკმაყოფილება.
“კინგ პაუერ სთედიუმზე” კიდევ ერთი საჩემპიონო ნაბიჯი გადადგა ლონდონის “ჩელსიმ”. მათი მეტოქე შეხვედრას ოთხმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვედრა და პირველ ნახევარში “არისტოკრატების” დამარცხებაც მოახერხა ოლბრაიტონის გოლით. მეორე ტაიმის სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მალევე დიდიე დროგბამ აღადგინა წონასწრობა, ხოლო მატჩის ბოლოს ჯონ ტერიმ და რამირესმა გატეხეს “ლესტერი” – 1:3. “ჩელსიმ” 80 ქულა დააგროვა და “არსენალს” 13 ქულით უსწრებს, რომელსაც ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს. იმ შემთხვევაში, თუ “ჩელსიმ” კვირას “კრისტალ პალასი” დაამარცხა, ლონდონელები სამი ტურით ადრე იზეიმებენ ჩემპიონობას.
ჰალი – ლივერპული 1:0 (1:0)
ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”
ჰალი (3-5-2): ჰარპერი, დოუსონი, მაკშეინი, ჩესტერი, ქუინი (გ.რამირესი 84), ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ბრედი, ელმოჰამედი, ალუკო (ბრიუსი 86), ნ’დოიე (როსენიორი 90).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი (მარკოვიჩი 76), შკრტელი, ჩანი, ჯონსონი, ალენი, ჰენდერსონი, კოუტინიო, აიბი (ლალანა 65), სტერლინგი, ბალოტელი (ლამბერტი 65).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლი: დოუსონი 37.
გაფრთხილებები: ლივერმორი, გ.რამირესი
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 31%-69%, დარტყმა: 7(4)-12(9), ჯარიმა: 10-10, კუთხური: 7-7, თამაშგარე: 1-0, სეივი: 9-3
ლესტერი – ჩელსი 1:3 (1:0)
ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”
ლესტერი (5-3-2): შმეიხელი, ჰუტი (დე ლაეტი 24), ვასილევსკი, მორგანი, კონჩესკი, ოლბრაიტონი, კამბიასო, დრინკვოთერი, კინგი (ჯეიმსი 19), ვარდი (მაჰრეზი 77), ულოა.
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი (მიკელი 90), ვილიანი (ზუმა 84), აზარი (კუადრადო 88), რამირესი, დროგბა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 1:0 ოლბრაიტონი (45+3), 1:1 დროგბა (48), 1:2 ტერი (79), 1:3 რამირესი (83).
გაფრთხილებები: კონჩესკი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 8(2)-11(4), ჯარიმა: 10-1, კუთხური: 2-6, თამაშგარე: 4-3, სეივი: 1-1