ჩოგბურთი

23:48 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭალაგანიძემ ეგვიპტეში პირველი რაუნდი დასძლია

გრძელდება საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხში, სადაც საქართველოს ღირსებას თამარ ჭალაგანიძე იცავს.

პირველ წრეში თამარი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ფრანგ სოფი მუნტეანს დაუპირისპირდა და 6:3, 4:6, 7:6 (8:6) სძლია.

მერვედფინალში ქართველ ჩოგბურთელს პირველ ნომრად განთესილი იტალიელი ანასტასია გრიმალსკა ელის.

წყვილთა ტურნირში ჭალაგანიძე და ესპანელი ნურია პარიზას-დიაზი ტაილანდელებთან – მომკოონტოდთან და პლიპუეჩთან 3:6, 6:7 (5:7) დამარცხდნენ.

0.113506