ფეხბურთი

23:12 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: “მსურს ბენიტესი “ნაპოლში” დარჩეს”

“ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის სურვილია რაფაელ ბენიტესი კლუბში დარჩეს. ბენიტესსა და ნეაპოლურ კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისში იწურება.

“რაფას პირადად ვესაუბრე, მსურს დარჩეს კლუბში და გააფორმოს ხუთწლიანი კონტრაქტი, ამისთვის კი საჭიროა მისი ოჯახის დარწმუნება” – აღნიშნა ლაურეტისმა იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ბენიტესი ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდეს. იტალიური პრესის ცნობით, თუ ბენიტესი კლუბს დატოვებს, მის შემცვლელად სინიშა მიხაილოვიჩი განიხილება. ამჟამად სერბი “სამპდორიას” მთავარი მწვრთნელია.

იტალიის სერია ა-ში “ნაპოლი” 56 ქულით მე-4 ადგილზეა. ამავდროულად ევროპალიგის ნახევარფინალშია გასული, სადაც ჯაბა კანკავას “დნიპროს” დაუპირისპირდება.

0.112737