“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა კატალონიური გრანდის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა.
“ბარსელონა” უფრო ძლიერია, ვიდრე “ბაიერნი”. კატალონიელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. მესი, სუარესი, ნეიმარი, ისინი მოედანზე საოცრებებს აკეთებენ. მათ მინდორზე ერთმანეთის კარგად ესმით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”- განაცხადა ერიკ აბიდალმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბარსელონა” “ბაიერნს” დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 6 მაისს კატალონიაში გაიმართება.