რაგბი

18:01 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო საკონტროლო მატჩი “არმაზთან”

ხვალ, 30 აპრილს, უმცროსი “ბორჯღალოსნები” ალაფამდე ბოლო საკონტროლო მატჩს უმაღლესი ლიგის კლუბ “არმაზთან” გამართავენ, რომელიც პლეი-ოფს მიღმა დარჩენილი კლუბების რამდენიმე მორაგბით იქნება გაძლიერებული. თამაში რუსთავის სარაგბო სტადიონზე 17 საათზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 2015 წლის მსოფლიო რაგბის ალაფისთვის მზადების დასკვნით ეტაპს, წლის მე-4 შეკრებას, 26 აპრილს შეუდგა.

ამჯერად გუნდი შეკრებას რუსთავის სარაგბო სტადიონზე გადის და ის 2 მაისს დასრულდება. ლისაბონში გამგზავრებამდე, სამწვრთნელო შტაბი ჩვენი ნაკრების 26 მოთამაშიან სატურნირო რაზმს დაასახელებს.

ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” “ა” ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელი პორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):

12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ

16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ

20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ

0.116891