ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირზე წარმატებულად თამაშობს ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე, რომელმაც უკვე მე-2 მატჩის მოგება მოახერხა.
მერვედფინალში ცივაძე “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახ არსან არაშოვს გაეჯიბრა და იოლად – 6:1, 6:1 იმარჯვა. მეოთხედფინალში ცივაძის მეტოქე კიდევ ერთი მასპინძელი დენის იევსეევი იქნება.