ფეხბურთი

15:36 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილი ესტონეთის თასის 1/2-ფინალშია

ტალინის “ფლორა”, რომელშიც ზაქარია ბეგლარიშვილი გამოდის, ესტონეთის საფეხბურთო თასის 1/2-ფინალში გავიდა.

1/4-ფინალში “ფლორამ” თავის მოედანზე სილამაეს “კალევი” 2:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ბეგლარიშვილმა ტალინელთა რიგებში 6 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

0.068995