ფეხბურთი

12:30 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” “ადიდასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის “ბაიერნმა” სპორტული ეკიპირების მწარმოებელ ბრენდ “ადიდასთან” კონტრაქტი 10 წლით გაახანგრძლივა, რომლის მიხედვითაც კლუბი 645 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. “რეკორდმაისტერებს” “ადიდასთან” ხელშეკრულების ვადა ხუთ წელიწადში ეწურებოდათ.

აღნიშნული ინფორმაცია “ბაიერნისა” და “დორტმუნდს” შორის გამართულ გერმანიის თასის ნახევარფინალურ მატჩამდე გავრცელდა. შეხვედრა კი “ბორუსიამ” პენალტების სერიაში მოიგო.

“ადიდასმა” ასევე 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ცოტა ხნის წინ “მანჩესტერ იუნაიტედთანაც” და “წითელი ეშმაკები” 750 მილიონ გირვანქას მიიღებენ. მანჩესტერელები წყვეტენ “ნაიკთან” 13 წლიან ურთიერთობას და 2015/16 წლების სეზონიდან უკვე “ადიდასის” მაისურებით ითამაშებენ.

0.115548