არგენტინელი მოდელი, ბელენ როდრიგესი, რომელიც ერთ დროს ხუან რომან რიკელმეს გულისსწორიც იყო, ამ რამდენიმე დღის წინ, კინაღამ ბუენოს აირესის პოლიციამ დააპატიმრა. ბელენი მისდა საბედნიეროდ, მხოლოდ მსუყე ჯარიმის გადახდის შემდეგ გადაურჩა საპატიმროს.
როგორც ოკენისგაღმური ბულვარული მედია იუწყება, ბელენ როდრიგესი თურმე გახეთქილი მთვრალი იჯდა საჭესთან და კუთვნილ ახალთახალ “ფერარის” ისე დააქროლებდა ქუჩებში რომ პოლიციელთა გაფრთხილებები მურვან ყრუსავით ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა.
პოლიციამ ბელენს ავტომობილი კი ჩამოართვა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ციხეში ჩასმისგან დაინდეს და მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლნენ. ტანშხვართი ბელენი კი იძახის ეს ერთხელ შვცდარვარ და დღეის ამას იქით, არათუ ბარში, ძმაკაცის ბავშვის ნათლობაზეც კი აღარ დავთვრებიო.