ჭიდაობა

11:02 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლები ევროგანაცხადს გლდანში შეავსებენ

დღეს და ხვალ, გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის მთავარი არენა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შიდა კონკურენციაში ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წევრებიც ჩაერთვებიან. საქართველოს ჩემპიონებით კი ივნისში ბაქოში გასამართ ევროპის პირველ თამაშებზე დასაყენებელი შემადგენლობა დაკომპლექტდება.

ექვსთვიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, ხალიჩას უბრუნდება მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, რომელიც ნაკრებში თავიდან დასამკვიდრებლად ხვალ იბრძოლებს. ხვალვე, 125 კილოგრამის გარდა, მედლები 61, 70 და 85 კილოგრამებში გათამაშდება. იქამდე კი, დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები 57, 65, 74 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.

0.11463