სომხეთის ქალაქ წახკაძორში დასრულდა მსოფლიოს გუნდური პირველობა ვაჟ მოჭადრაკეთა შორის, ჩემპიონის ტიტული კი ჩინეთის ნაკრებმა დაისაკუთრა.
ჩინელებს ტურნირზე მხოლოდ მე-4 განთესვა გააჩნდათ, თუმცა, 9 ტურში 15 ქულა მოაგროვეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. აზიელთა ღირსებას ბუ ქსიანგზი (2681), დინ ლირენი (2751), იუ იანგიი (2724), ვეი იი (2703) და ვანგ ჩენი (2531) იცავდნენ.
ჩინელებმა ბოლო ტურში ინდოეთი 3:1 დაამარცხეს და მე-2 ადგილზე გასულ უკრაინას, რომელიც უნგრეთს დაუზავდა, 3 ქულით გაასწრეს. ბრინჯაოს მედლები მასპინძელ სომხეთს ერგო, რომელმაც 11 ქულა მოაგროვა.
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. 19-28 აპრილი. წახკაძორი (სომხეთი). დასკვნითი ტური
ჩინეთი – ინდოეთი 3:1
აშშ – კუბა 3:1
უნგრეთი – უკრაინა 2:2
რუსეთი – ისრაელი 2.5:1.5
სომხეთი – ეგვიპტე 2.5:1.5
საბოლოო მდგომარეობა
- ჩინეთი – 15 ქულა
- უკრაინა – 12
- სომხეთი – 11
- რუსეთი – 10
- აშშ – 10
- უნგრეთი – 9
- ისრაელი – 8
- კუბა – 7
- ინდოეთი – 7
- ეგვიპტე – 1