“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი საკუთარ გუნდს “ვესტ ბრომვიჩთან” 2 მაისს გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.
The Telegraph-ის ცნობით, კაპიტანმა მუხლი “ევერტონთან” 0:3 წაგებული მატჩისას დაიზიანა და მომავალ შეხვედრამდე აღდგენას ვერ მოასწრებს.
29 წლის ფეხბურთელმა გუშინ სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და მართალია მისი შედეგები არ გასაჯაროებულა, თუმცა, როგორც ჩანს, დაზიანება საკმაოდ სერიოზულია.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში რუნიმ 30მატჩში 12 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.