დანიური “კოპენჰაგენის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა სლოვენიის ეროვნული ნაკრების და გუნდ “ცელიეს” 21 წლის ფეხბურთელი ბენიამინ ვერბიჩი დაიმატა.
დანიელებმა სლოვენიაში დრიბლინგით ცნობილ ახალგაზრდა შემტევს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ვერბიჩი სტალე სოლბაკენის გუნდის წევრი ივლისიდან გახდება.
მიმდინარე სეზონი ბენიამინისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. ფეხბურთელმა 2014/15 წლების სეზონში 31 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემაც შეასრულა. 21 წლის ფეხბურთელის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გასული თვის ბოლოს 30 მარტს ყატარის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა და მან 77 წუთი ითამაშა.
სლოვენიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში “ცელიეს” შემტევი მეორე ადგილზე 12 გოლით იმყოფება და ლიდერ “მარიბორის” ფეხბურთელ ბრაზილიელ ტავარესს 3 გოლით ჩამორჩება.