ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოჭადრაკეთა ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დასაკუთრებას ულოცავს.
“ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში უძლიერესები არიან. ვულოცავ ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მათ მომზადებაში. ქართველები ყოველთვის განებივრებული ვიყავით ჩვენი მოჭადრაკე ქალების წარმატებებით. გულშემატკივრები რამდენიმე წელი ელოდნენ ამ დიდ გამარჯვებას. საამაყოა, რომ ახალმა თაობამ მსოფლიო საჭადრაკო ასპარეზზე ღირსეული ადგილი დაიბრუნა. გულითადად ვულოცავ მათ ამ დიდ წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ”, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. დასკვნით ტურში მათ მასპინძელი ქვეყანა ჩინეთი ანგარიშით 2,5:1,5 დაამარცხეს.