ფეხბურთი

12:40 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” გლიკს აკვირდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, “ტოტენჰემის” სკაუტი გასულ უიქენდზე “ტორინოსა” და “იუვენტუსის” შორის გამართულ ტურინულ დერბის დაესწრო კამილ გლიკზე დაკვირვება აწარმოა.

პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მცველმა 38 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა. გლიკის სატრანსფერო ღირებულება კი ნახევარ სეზონში 2 მილიონით გაიზარდა და ამჟამად მისი გადაბირება 8 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძლება.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ მილიონს შესთავაზებს ინგლისური კლუბი იტალიურს. ფეხბურთელისადმი ინტერესს “მამლების” გარდა, გერმანული “ვოლფსბურგიც” იჩენს.

0.118807