ჩინეთში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელთა ეროვნულ გუნდს 2,5:1,5 მოუგო, 17 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.
პრინციპულ დაპირისპირებაში ყველაზე სწრაფი ყაიმი ბელა ხოტენაშვილმა და ტან ჟონგიმ გააფორმეს, შემდეგ მათ სალომე მელიამ და დინ იიქსინმა მიბაძეს და ასევე ფრედ დასრულდა ნინო ბაციაშვილის დ ლეი ტინგიეს პარტია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობისთვის მინიმუმ ყაიმი სჭირდებოდა, ამდენად, ყველაფერი მერი არაბიძის და შენ იანგის შეხვედრაში წყდებოდა. საბედნიეროდ, მერიმ ჩინებულად ითამაშა, გამარჯვება იზეიმა და საერთო ჯამში, ქართველმა მოჭადრაკეებმა 2:5:1.5 მოიგეს.
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა პარტიის დასრულების შემდეგ, გუნდების საბოლოო განლაგების შესახებ დაწვრილებით მოგახსენებთ, მანამდე კი, ვულოცავთ ქართველ ქომაგებს ჩვენი სპორტის კიდევ ერთ უდიდეს წარმატებას, ჩვენ სახელოვან მოჭადრაკეებს კი მადლობას ვუხდით და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ.