სერბი მეჩოგნე, ანა ივანოვიჩი მის სამშობლოში რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. უფრო მეტიც, როგორც რეიტინგებმა აჩვენა, სერბთა მრავლისმნახველ მიწაზე მშვენიერი ანა ყველაზე სექსუალური და სასურველი ქალიც ყოფილა.
ანა ივანოვიჩი პრესასთან საუბარში ირწმუნება, რომ მიუხედავად მისი მრავალმხრივი და მრავალგზის აღიარებისა, არასოდეს ყოფილა ისეთი ბედნიერი და თვითკმაყოფილი, როგორც მას შემდეგ, როდესაც სერბებმა მათ ქვეყანაში ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელეს.
ტანაშოლტილი ანა ამბობს, რომ მის სამშობლოში უამრავი ლამაზმანი დადის და სამოდელო საქმეშიც სერბეთში ისეთი ქალები არიან ჩაბმულნი, კაცი იტყვის თვალი მომცა და მაყურებინაო. ასეთ დიდ კონკურენციაში გამორჩევა ანა ივანოვიჩისთვის კი არა, ვისთვის არ იქნებოდა სასიხარული და აღმაფრთოვანებელი? პოდა, ხარობს ეს გოგო და ვაცალოთ ჩვენც...