კალათბურთი

1:22 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრინტეზისის დამსახურებული ჯილდო

პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ფორვარდი გეორგიოს პრინტეზისი ევროლიგის აპრილის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ბერძენმა კალათბურთელმა ჯერ კიდევ მიმდინარე თვეში 6 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი 14.5 ქულა, 5.2 მოხსნა გახლდათ, სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტი კი 16.8-ს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალურ სერიაში “ოლიმპიაკოსმა” ესპანურ “ბარსელონას” 3:1 სძლია და “ოთხთა ფინალში” გააღწია, პრინტეზისმა კი ბოლო მატჩის საფინალო სირენასთან ერთად, გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო.

0.119109