ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა ბუნდესლიგის 30-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე "მაინციდან" მოხვდა, რომელმაც შინ "შალკე" დაამარცხა (2:0).
30-ე ტურის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: კარიუსი ("მაინცი");
მცველები: პაპასტატოპულოსი ("დორტმუნდი"), ბელი ("მაინცი"), შმიდებახი ("ჰანოვერი"), ვაიზერი ("ბაიერნი");
ნახევარმცველები: გაისი ("მაინცი"), ლ.ბენდერი ("ლევერკუზენი"), რისე ("კიოლნი"), ვერნერი ("აუგსბურგი"), კაგავა ("დორტმუნდი");
თავდამსხმელები: ლასოგა ("ჰანოვერი").