ფეხბურთი

13:48 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” პერესი დაუბრუნდა

“ვალენსიას” არგენტინელმა ნახევარმცველმა ენცო პერესმა ერთთვიანი უქმობის შემდეგ ტრავმა მოირჩინა და ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო.

29 წლის ნახევარმცველი ნუნუ ესპირიტო სანტომ დღეს “გრანადასთან” გასამართი შეხვედრის განაცხადში შეიყვანა და თუ პორტუგალიელი სპეციალისტი საჭიროდ ჩათვლის, მოედანზე ვიხილავთ კიდეც.

შეგახსენებთ, რომ პერესი “ვალენსიაში” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 25 მილიონ ევროდ გადავიდა “ბენფიკადან” და 11 მატჩის ჩატარება მოასწრო. მან ბოლოს 13 მარტს “დეპორტივოსთან” მოგებულ (2:0) შეხვედრაში ითამაშა.

0.11648