გავრცელებული ინფორმაციით ლანჩხუთის “გურიას” მთავარ მწვრთნელად შესაძლოა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გია ცეცაძე დაინიშნოს. 40 წლის სპეციალისტი შაბათს ქობულეთში იმყოფებოდა და “გურიასა”- და ბათუმის “დინამოს” მატჩს დაესწრო.
შეგახსენებთ გასულ კვირას ლანჩხუთის გამგებელმა და “გურიას” პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია თანამდებობიდან დაითხოვეს, ლორიას ადგილი კი მისმა ასისტენტმა გიგლა იმნაძემ დაიკავა.
გია ცეცაძე 2009-2010 წლებში რუსთავის “მეტალურგის” სარეზერვო გუნდს წვრთნიდა. ასევე მუშაობდა გორის “დილას” მთავარ მწვრთნელად და მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. 2013 წელს მისი ხელმძღვანელობით საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.
ცეცაძე 2013 წლის აგვისტოდან 2013 წლის დეკემბრამდე თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი იყო, ამდროისთვის კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახი ცხადაძის თანაშემწეა.