ჩოგბურთი

21:24 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კერბერმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო (+VIDEO)

Stuttgart Open-ის ფინალში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მე-14 და მეოთხე ჩოგბურთელები, გერმანელი ანგელიკა კერბერი და დანიელი კაროლინა ვოზნიაცკი დაუპირისპირდნენ. ორმა სეტმა საუკეთესო ვერ გამოავლინა. მესამე სეტში ვოზნიაცკი 5:3 იგებდა, მაგრამ კერბერმა ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და “შტუტგარტის” ტურნირის გამარჯვებული გახდა. საბოლოოდ, გერმანელმა 3:6, 6:1, 7:5 იმარჯვა. მატჩი 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. ანგელიკამ 3 ეისი ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, კაროლინამ 2 ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა.

კერბერმა ტურნირის მოგებით 100 000 ევრო და 470 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ხოლო ვოზნიაცკიმ 53 548 ევრო და 305 ქულა.

მატჩის საინტერესო მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=YlpjEa4UzYE

0.118444