მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგაში მორიგო მატჩი ჩაატარა და სარატოვის “ავტოდორთან” მოულოდნელი მარცხი განიცადა – 104:107. საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედის წინ, მოსკოველები 12 ქულით იგებდნენ, თუმცა, დასკვნით ათწუთეულში 23:38 განადგურდნენ.
ქართველი კალათბურთელი ცსკა-ს სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 21:39 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუმ 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთაგან საუკეთესო ანდრეი კირილენკო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (18 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა, სარატოველთა ამერიკელმა ლეგიონერმა კორტნი ფორტსონმა კი 31 ქულა და 9 პასი მოაგროვა და თამაშის გმირიც გახდა.