ჭადრაკი

16:22 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი ტურის შემდეგ...

მარნეულში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატს 10-წლამდე ასაკის გოგონათა შორის 5-დან 4,5 ქულით დიანა ლომაია ლიდერობს. ამავე ასაკის ბიჭებში ასევე 4,5 ქულით ჯაბა ადამია დაწინაურდა.

14 წლამდე გოგონებში 4-4 ქულით ლილე ქორიძე, თამარ ონიანი და ოლგა სტეპანოვა დაწინაურდნენ, ხოლო ბიჭებში ნიკოლოზ პეტრიაშვილი ლიდერობს ერთპიროვნულად 4,5 ქულით.

18-წლიან გოგონებში ასევე სამი 4-ქულიანი ლიდერია: მარიამ ჭოლაძე, ნინო ხომერიკი, ქეთევან ხომერიკი, ხოლო ბიჭებს ასევე ერთი 4,5 ქულიანი ლიდერი ჰყავს ნოე თუთისანის სახით.

0.116188