“ევერტონის” 28 წლის ნახევარმცველი არონ ლენონი მანჩესტერის პოლიციამ დაკითხა. ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.
წყაროს ცნობით, არონ ლენონი 5 აპრილს, ღამის კლუბში 18 წლის გოგონაზე თავდასხმასთან დაკავშირებით დაკითხეს. ლენონი დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს და არანაირი ბრალდება არ წაუყენებიათ.