ფეხბურთი

14:23 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” პაპადოპულოსით დაინტერესდა

“ლივერპულს” “ლევერკუზენის” 23 წლის ბერძენი მცველის, კირიაკოს პაპადოპულოსის შეძენა სურს - იუწყება Mirror. მცველი “ბაიერნის” საკუთრებაა, “ლევერკუზენში” კი იჯარით თამაშობს.

“მერსისაიდელები” ტრანსფერს ზაფხულში გეგმავენ. მიმდინარე სეზონში პაპადოპულოსმა “ლევერკუზენის” მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. კირიაკოსი 2011 წლიდან საბერძნეთის ნაკრების წევრია.

0.123035