ფეხბურთი

12:54 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონი” ანანიძის თანაგუნდელით დაინტერესდა

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის “სპარტაკის” შემტევი ქუინსი პრომესი “საუთჰემპტონის” ინტერესის სფეროში მოექცა. ფეხბურთელის გადაბირება მწვრთნელ რონალდ კუმანს სურს.

ჯერჯერობით უცნობია, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “წმინდანები” მოსკოველებს ფეხბურთელის სანაცვლოდ რამდენს შესთავაზებენ.

პრომესი რუსეთის გრანდში გასული წლის ზაფხულში “ტვენტედან” გადავიდა. რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქუინსიმ 22 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰოლანდიელის სატრანსფერო ღირებულება კი 3 მილიონით გაიზარდა და ამჟამად მისი გადაბირება 9.5 მილიონ ევროს სანაცვლოდაა შესაძლებელი.

0.119575