საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი თურქეთის ქალაქ სტამბოლში იმყოფება, სადაც TEB BNP PARIBAS ISTANBUL OPEN-ზე (საპრიზო ფონდი 494 310 დოლარი) “უაილდ ქარდი” უბოძეს.
ქართველი ჩოგბურთელი საწყის რაუნდში ყაზახ ანდრეი გოლუბევს ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი ძალებს მე-2 ნომრად განთესილ ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან სცდის. ცნობისთვის, სტამბოლის ტურნირზე პირველი რეიტინგი შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გააჩნია.
წყვილთა შეჯიბრში ბასილაშვილი თურქ ტუნა ალტუნასთან გახლავთ შეამხანაგებული და მე-3 ნომრად განთესილ ავსტრალიურ-ბრაზილიურ წყვილს (გუჩიონე-სა) გაეჯიბრება.
ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ალექსანდრე მეტრეველიც ცდილობდა, თუმცა, კვალიფიკაციის პირველ წრეში მსოფლიოს 902-ე ჩოგან ავსტრიელ ფილიპ ოსვალდთან 1:6, 5:7 დამარცხდა.