კალათბურთი

10:42 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

8 ქულა, 6 ჩაჭრა და მოგება ბოლო წამზე

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” საკუთარ დარბაზში “ჩიკაგო ბულზს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 1 წამიღა რჩებოდა, ანგარიში თანაბარი, 90:90 იყო. აუტიდან ბურთი ჯარედ დადლიმ შემოიტანა, 3-წამიანში მყოფ ბეილეს ზუსტი პასი მიაწოდა, “მილუოკელთა” გამთამაშებელმა ორქულიანი ჩააგდო და ვისკონსინელებს სერიაში პირველი გამარჯვება მოუტანა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ჩვენებური ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 22 წუთი დაჰყო. “ჩიკაგოსთან” პლეი ოფში ჯეისონ კიდი ქართველ ცენტრს უფრო ცოტახანი ათამაშებს, ვიდრე ჯონ ჰენსონს (25 წთ.). ფაჩულიამ გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა 1 პასი და სარეკორდო 6 ჩაჭრა შესძინა. აქამდე ქართველ ცენტრს ნბა-ში 6 ჩაჭრა არასოდეს შეუსრულებია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

სერიას “ჩიკაგო” 3:1 იგებს. მომდევნო შეხვედრა ჩიკაგოში 28 აპრილს გაიმართება.

მატჩის საუკეთესო მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=6nQNt6Gql34

0.145991