იტალიის სერია A-ს XXXII ტურმა სტარტი ორი შეხვედრით აიღო. ორივე მატჩში მასპინძლები სტუმრებზე ძლიერები აღმოჩნდნენ და ორივეგან ერთნაირი ანგარიში – 2:1 დაფიქსირდა.
მილანის “ინტერმა” “რომასთან” მატჩში მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება თამაშის მიწურულს შეძლო და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. თავიდან ანაგრიში ბრაზილიელმა ერნანესმა გახსნა, ვინც საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით მორგან დე სანკტისს აჯობა. გამარჯვებისთვის მებრძოლმა “რომამ” თამაშში დაბრუნება 63-ე წუთზე მოახერხა, თუმცა ამის გაკეთებას ვერ მოახერხებდა, რომ არა მასპინძლეთა კაპიტანი ანდრეა რანოკია, რომელმაც ბურთი მოედნის საკუთარ ნახევარზე მირალემ პიანიჩს ჩააბარა, ბოსნიელმა რეჯა ნაინგოლანი მოძებნა, ხოლო ბელგიელმა ნახევარმცველმა სამირ ჰანდანოვიჩს ერთი შეხებით გაუტანა. რობერტო მანჩინის გუნდს კი 88-ე წუთზე “ნერაძურის” საუკეთესო ბომბარდირმა მაურო იკარდიმ მოაგებინა. სამხრეთამერიკელმა ბერძენ მანოლასს აჯობა და კარისკენ ზურგით მდგომმა იხეირა. “ინტერზე” უკვე მოგახსენეთ, რომ ამ გამარჯვებით ევროსარბიელზე გასვლის იმედი დაიტოვა, ხოლო “რომას” შესაძლოა ამ ტურის შემდეგ თანაქალაქელმა “ლაციომ” უკვე 3 ქულით გაასწროს.
“მილანმა” მორიგი მატჩი წააგო, რაც გასაკვირი უკვე აღარავისთვისაა. “როსონერი” ამჯერად უდინეს ეწვია და ადგილობრივ “უდინეზესთან” ვერაფერს გახდა. მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულადაც მოიგეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ჯამპიერო პინციმ გახსნა, რომელიც სტუმარმა მცველებმა საჯარიმო მოედანში უმეთვალყურეოდ დატოვეს. 75-ე წუთზე განელმა ობამეიანგ ბადუმ ბრაზილიელი გილერმეს გადაცემის შემდეგ სხვაობა გააორმაგა და ნათელი გახადა, რომ შავ-წითლებს “ფრიულიდან” აბარგება უქულოდ მოეწევდათ. დარჩენილ დროში ერთადერთი, რაც შეიცვალა ეს ანგარიში იყო – 88-ე წუთზე ალესიო ჩერჩის გამოზომილი გადაცემა ზუსტი თავურით ჯამპაოლო პაცინიმ დააგვირგვინა – 2:1 “უდინეზეს” სასარგებლოდ.
“უდინეზე” – “მილანი” 2:1 (0:0)
უდინე, “ფრიული”
მაყურებელი: 17.000
“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, დომიცი, პირისი; ალანი, ბადუ, გილერმე (კონე 84); პინცი; დი ნატალე, გეიხო (ტერო 54)
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, მექსე, პალეტა (რამი 46), ანტონელი; ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა (დესტრო 74); მენეზი, პაცინი, სუსო (ჩერჩი 64)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 პინცი (58), 2:0 ბადუ (75), 2:1 პაცინი (88)
გაფრთხილება: დომიცი (29), პინცი (39) – პაცინი (42)
სტატისტიკა – კარსკენ დარტყმები: 18 (4) – 4 (1) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 9:1 გაფრთხილება: 2:1
მსაჯი: ანტონიო დამატო
“ინტერი” – “რომა” 2:1 (1:0)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 38.000
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი; გუარინი (შაქირი 79), გნუკური (პოდოლსკი 87), ბროჟოვიჩი (კოვაჩიჩი 71); ერნანესი; პალასიო, იკარდი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი; პიანიჩი (იტურბე 78), დე როსი (დუმბია 89), ნაინგოლანი; ჟერვინიო, ტოტი (კეიტა 52), იბარბო
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 1:0 ერნანესი (15), 1:1 ნაინგოლანი (63), 2:1 იკარდი (88)
გაფრთხილება: პალასიო (20), ბროჟოვიჩი (54), ჟუნ ჟესუსი (66), რანოკია (74), გნუკური (77), ჰანდანოვიჩი (90) – იანგა-მბივა (21), დე როსი (86), ნაინგოლანი (90), დე სანკტისი (90)
სტატისტიკა – კარსკენ დარტყმები: 11 (3) – 10 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:4 გაფრთხილება: 6:4
მსაჯი: დანიელე ორსატო
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 18 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 17, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 15, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 13.