ფეხბურთი

23:09 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” კვლავ არადამაჯერებელია

ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურიღა რჩება და გასავარდნ ზონაში სიტუაცია უკიდურესადაა დაძაბული. მე-15 ადგილოსან “ასტონ ვილას” მხოლოდ ორი ქულა აშორებს საშიშ ზონამდე, ხოლო მის წინ მყოფ “ნიუკასლს” 5.

დღის პირველი შეხვედრა ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ კლუბებს შორის შედგა: “საუთჰემპტონმა” შინ “ტოტენჰემი” მიიღო და ფრედ ეთამაშა. “წმინდანები” გრაციანო პელეს დუბლით ორჯერ იგებდნენ, თუმცა “მამლებმა” წონასწრობის აღდგენა ორჯერ მოახერხეს. ტაიმის ბოლოს ლამელამ გაიტანა, ხოლო ქულის მომტანი გოლი ნასერ ჩადლიმ 70-ე წუთზეა შეაგდო – 2:2.

“მანჩეტერ სიტიმ” შინ “ასტონ ვილა” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით იგებდა, გულშემატკივარი მაინც ძალიან ანერვიულა. მასპინძელმა პირველი ნახევარი სერხიო აგუეროს გოლით მოიგეს. 66-ე წუთზე ალექსანდრ კოლაროვმა შესანიშნავი საჯარიმო შეასრულა და თავის გუნდს სოლიდური უპირატესობა მოუპოვა, თუმცა მოხდა ის, რაც მიმდინარე სეზონში “სიტის” ჩვევია. “ქალაქელებმა” 17-წუთიან მონაკვეთში ორი ბურთი გაუშვეს, 68-ე წუთზე ტომ კლევერლიმ გაიტანა, ხოლო 85-ე წუთზე კარლოს სანჩესმა გაათანაბრა. “სიტი” ქულების დაკარგვისგან ფერნანდინიომ იხსნა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაუტანა გუზანს – 3:2.

“ლივერპული” გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩს” დაუპირისპირდა და საჭირო ქულები გაატანა ქარს, რითაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედის მცირე შანსიც დაკარგა. მერსესაიდელებმა გოლი არ გაუშვეს, თუმცა ვერც გაიტანეს და შინ ქულის ამარა დაბრუნდნენ.

ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო “ლესტერმა” და გასავარდ ზონას დააღწია თავი. “მელიებმა” ვარდის გოლით გასვლაზე მოუგეს “ბარნლის”. ასევე ძალიან საჭირო 3 ქულა მოიპოვა “ჰალმა”, რომელმაც ნ’დოიეს დუბლით მისსავე მოედანზე დაამარცხა “კრისტალ პალასი”.

საუკეთესო ბომბარდირმა დააღალა “ქუინზ პარკ რეინჯერსი”, რომელმაც შინ ნულოვანი ფრე ეთამაშა “ვესტ ჰემს. ჩარლი ოსტინს 23-ე წუთზე პენალტის გატანა შეეძლო, თუმცა ადრიანმა აჯობა.

“სუონსიმ” გასვლაზე “ნიუკასლს” აჯობა, ხოლო “სტოკმა” და “სანდერლენდმა” “ბრიტანია სთედიუმზე” ქულები გაიყვეს.

საუთჰემპტონი – ტოტენჰემი 2:2 (1:1)


საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1):
კ.დევისი, დონტე, იოშიდა, კლაინი, ბერტრანი, შნეიდერლენი (რიდი 90), ალდერვეირელდი, მანე, ს.დევისი (ელია 81), უარდ-პროუსი (ლონგი 62), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ფასიო, დაიერი, ბ.დევისი (კირიკეში 76), ბენტალები (სოლდადო 87), მეისონი, ჩადლი (დემბელე 83), ლამელა, ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0;2:1 პელე (29;65), 1:1 ლამელა (43), 2:2 ჩადლი (70).
გაფრთხილებები: ს.დევისი – ვერტონგენი, ბ.დევისი, ფასიო
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 13(4)-7(2), ჯარიმა: 9-10, კუთხური: 8-3, თამაშგარე: 5-2, სეივი: 0-2

ვესტ ბრომვიჩი – ლივერპული 0:0

ვეტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი, ლესკოტი, მაკოლი, ბრანტი, დოუსონი, დ.ფლეტჩერი, იაკობი, მორისონი (ბეირდი 81), გარდნერი, ბერაჰინო (ბრაუნი 75), ანიჩებე (მაკმანამანი 64).
მწვრთნელი: ტონი პულისი

ლივერპული (4-2-3-1):
მინოლე, ლოვრენი, შკრტელი, ჩანი, ჯონსონი, ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო, სტერლინგი, აიბი (ლალანა 75), ბალოტელი (ბორინი 75).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გაფრთხილებები: დოუსონი
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 26%-74%, დარტყმა: 10(4)-22(5), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 2-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 5-4

ბარნლი – ლესტერი 0:1 (0:0)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, მი, დაფი, ტრაიპერი, ჯონსი, არფილდი, მ.ტეილორი (კიგტლი 86), ბოიდი (ვოლასი 71), იუტკევიჩი (სორდელი 71), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი

ლესტერი (5-3-2):
შმეიხელი, მორგანი, ჰუტი, ვასილევსკი, ოლბრაიტონი (დე ლაეტი 72), კონჩესკი, კინგი, კამბიასო, დრინკვოთერი (ჯეიმსი 77), ვარდი, ულოა (კრამარიჩი 65).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

გოლი: ვარდი 60.
გაფრთხილებები: მი, ინგსი, ვოლასი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 12(4)-8(4), ჯარიმა: 16-16, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-4

59-ე წუთზე მ.ტეილორმა პენალტი ვერ გაიტანა

კრისტალ პალასი – ჰალი 0:2 (0:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-3-3):
სპერონი, დანი, დელანი, სუარე, კელი, მაკარტური, იედინაკი (ლი 64), პანჩონი, ზაჰა (გაილი 73), ბოლასი, მურეი (სანოგო 59).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ჰალი (3-5-2): ჰარპერი, დოუსონი, ჩესტერი, მაკშეინი, ქუინი (რამირესი 74), ჰადლსტოუნი, ლივერმორი, ელმოჰამედი, ბრედი (როსენიორი 84), ნ’დოიე, ალუკო (ბრიუსი 85).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: ნ’დოიე (51;92)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 7(3)-19(5), ჯარიმა: 14-10, კუთხური: 1-9, თამაშგარე: 5-0, სეივი: 3-3

ნიუკასლი – სუონსი 2:3 (1:1)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, ანიტა, ჯანმაატი (აბეი 61), რ.ტეოლორი, გუტიერესი, პერესი, კოლბეკი, კაბელია (სიმ დე იონგი 74), რივიერი (არმსტრონგი 74).
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ამატი, რანხელი, შელვი, კორკი, დაიერი, სიგურდსონი (ემნესი 81), ოლივერა (კი 72), მონტერო (გრიმსი 69).
მწვრთნელი: გარი მონკი

გოლები: 1:0 პერესი (20), 1:1 ოლივეირა (45+2), 1:2 სიგურდსონი (49), 1:3 კორკი (71), 2:3 სიმ დე იონგი (87).
გაფრთხილებები: ანიტა – ამატი, ემნესი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 12(4)-11(6), ჯარიმა: 14-9, კუთხური: 9-6, თამაშგარე: 0-3, სეივი: 3-2

ქპრ – ვესტ ჰემი 0:0

ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”

ქპრ (4-4-2): გრინი, დანი, კოლკერი, ონიოჰა, ჰილი (იუნი 64), სანდრო, ბარტონი, ჰენრი, ფილიპსი, ზამორა (ფერი 67), ოსტინი.
მწვრთნელი: კრის რემსი

ვესტ ჰემი (4-4-1-1): ადრიანი, ბურკი, კოლინსი, ჯენკინსონი, კრესველი, კუაიტე, ნობლი, დაუნინგი, იარვისი (კ.კოული 55), ნოლანი, ე.ვალენსია.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გაფრთხილებები: ოსტინი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 18(7)-8(2), ჯარიმა: 14-12, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 3-4, სეივი: 2-7

23-ე წუთზე ოსტინმა პენალტი ვერ გაიტანა

სტოკი – სანდერლენდი 1:1 (0:1)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ვოლშაიდი, შოუკროსი, კამერონი (ბერდსლი 87), პიტერსი, ადამი, ნ’ზონზი, უოლტერსი (ოდემვინგე 80), აირლანდი, არნაუტოვიჩი, დიუფი (კრაუჩი 71).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

სანდერლენდი (4-3-3): პანტელიმონი, ოში, კოატესი, ვან აანჰოლტი, ჯონსი, გომესი, როდუელი, კატერმოლი, ბაკლი (გრემი 46), ვიკჰემი, დეფო.
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი

გოლები: 0:1 ვიკჰემი (1), 1:1 ადამი (27).
გაფრთხილებები: დიუფი, ვოლშაიდი – კატერმოლი, ოში, ჯონსი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 23(8)-15(5), ჯარიმა: 14-15, კუთხური: 9-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-7
მანჩესტერ სიტი – ასტონ ვილა 3:2 (1:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, დემიჩელისი, კოლაროვი, ზაბალეტა, ფერნანდო, ტურე (ფერნანდინიო 46), ლამპარდი (მილნერი 57), სილვა, ნავასი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ასტონ ვილა (4-5-1): გუზანი, ოკორე, ვლაარი, ბაკუნა, რიჩარდსონი, სანჩესი, გრელიში, ვესტვუდი (ნ’ზოგბია 68), კლევერლი, დელფი, ბენტეკე.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლები: 1:0 აგუერო (3), 2:0 კოლაროვი (66), 2:1 კლევერლი (68), 2:2 სანჩესი (85), 3:2 ფერნანდინიო (89).
გაფთხილებები: სილვა – ვესტვუდი, სანჩესი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 11(4)-13(4), ჯარიმა: 13-11, კუთხური: 7-6, თამაშგარე: 1-6, სეივი: 2-1

0.238135