ფეხბურთი

22:50 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" განადგურება არ დაუწყია

"დორტმუნდმა" ფრანკფურტის "აინტრახტთან" შეტევაში გადასარევად ვერ ითამაშა, მაგრამ მაინც მოიგო. ჯერ შმელცერმა მოინადირა პენალტი და გაბონელმა ობამეიანგმა თითქმის პანენკას სტილში, რბილი დარტყმით გაიტანა. მერე კი ობამეიანგმა საგოლე პასი გაუკეთა იაპონელ კაგავას, რომელმაც ახლოდან ვარდნაში 2:0 გახადა. იურგენ კლოპის გუნდი ევროპის ლიგის ზონას მიუახლოვდა.

შაბათის მატჩებიდან აღსანიშნავია "ჰამბურგის" ნანატრი გამარჯვება. ბრუნო ლაბადიას ბიჭებმა "აუგსბურგს" 3:2 სძლიეს და განსაკუთრებით კარგი იყო ლასოგა - ამ ფორვარდმა ორი გოლი მიითვალა. ჰამბურგელებს დღესაც რომ ვერ მოეგოთ, უკვე ძალიან რთულად ექნებოდთ საქმე.

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში "შტუტგარტია", რომელმაც "ფრაიბურგი" ვერ გატეხა. მიუხედავად იმისა, რომ შვაბები ორი ბურთით იგებდნენ, ნილს პეტერსენი ვერ შეაჩერეს და ფრეს დასჯერდნენ - 2:2. იმოქმედა შტუტგარტელი ადამ ჰლუშეკის გაძევებამაც. პეტერსენზე ისიც ვთქვათ, რომ ტრავმების გამო თამაში იშვიათად უწევს, მაგრამ მნიშვნელოვანი გოლები გააქვს.

"ლევერკუზენს" ბოლო ტურებში ვერ აჩერებდნენ და აი, ეს საქმე "კიოლნმა" ითავა - 1:1. კიოლნელთა მეკარე ჰორნმა ჩალჰაოღლუს პენალტი აუღო და სხვა რთული ბურთებიც მოიგერია. "ლევერკუზენი" და "გლადბახი" მესამე ადგილისთვის იბრძვიან, რომელიც მათ პირდაპირ ჩემპიონთა ლიგაში დაუბევებს ადგილს.

და "ბაიერნი". კვლავ მოიგეს მიუნხენელებმა, ოღონდ არა თავიანთ სტილში - განადგურება არ მომხდარა. პეპ გვარდიოლას გუნდმა მე-80 წუთზე გაუტანა "ჰერტას" და 1:0 დასრულდა. ბასტიან შვაინშტაიგერმა ახალგაზრდა ვაიზერის მშვენიერი გარღვევისა და პასის შემდეგ მიითვალა გოლი. როგორც ჩანს, ვაიზერიც მალე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება გუნდში.

და ხვალ "ვოლფსბურგი" თუ ვერ მოიგებს (გლადბახში თამაშობს), "ბაიერნი" ოფიციალურად გაინაღდებს ბუნდესჩემპიონობას.

დოირტმუნდი-აინტრახტი 2:0 (2:0)

დორტმუნდი: ლანგერაკი, პაპასტატოპულოსი, გინტერი, ჰუმელსი, დურმი, შმელცერი, ბენდერი, ბლაშჩიკოვსკი (როისი 67), კაგავა, მხითარიანი (იმობილე 88), ობამეიანგი (კამპლი 79)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

აინტრახტი: ტრაპი, ჩანდლერი, იგნიოვსკი, მადლუნგი, სამბრანო, ჰასებე, კიტელი (ვალდშმიდტი 73), მოედოევიჩი (შტენდერა 46), პიაზონი, ვალდესი, სეფეროვიჩი

მწვრთნელი: თომას შააფი

გოლები: 1:0 ობამეიანგი (24 პენ), 2:0 კაგავა (32)

გაფრთხილება: კიტელი (25), ბენდერი (27), სამბრანო (42), მხითარიანი (42), პაპასტატოპულოსი (46), მადლუნგი (58)

მსაჯი: ვაინერი

ბურთის ფლობა: 42-58, დარტყმა: 12 (4)-11 (0), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 3-2, სეივი: 0-2, ჯარიმა: 20-10

კიოლნი-ლევერკუზენი 1:1 (0:0)

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო (ფინი 77), მარო, ვემერი, გერჰარდტი (პეშკო 66), ლემანი (ნაგასავა 82), რისე, ფიოგტო, ოსაკო, უჯა

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, პაპადოპულოსი (იედვაი 64), ტოპრაკი, ვენდელი, ბელარაბი, ლარს ბენდერი, ჩალჰანოღლუ, როლფესი (დრმიჩი 60), სონი (ბრანდტი 54), კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

გოლები: 0:1 ბრანდტი (60), 1:1 ფინი (83)

გამოუყენებელი პენალტი: ჩალჰანოღლუ (42, მეკარე)

გაფრთხილება: როლფესი (17), სონი (23), გერჰარდტი (44), ვიმერი (55), ტოპრაკი (90)

მსაჯი: აითექინი

ბურთის ფლობა: 49-51, დარტყმა: 14 (4)-9 (5), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 0-4, სეივი: 4-3, ჯარიმა: 14-15

ჰამბურგი-აუგსბურგი 3:2 (2:1)

ჰამბურგი: ადლერი, ჯურუ, ოსტრჟოლეკი, რაიკოვიჩი, ვესტერმანი, ილიჩევიჩი (იანსენი 67), კაჩარი (რუდნევსი 90+1), შტიბერი, ვან დერ ვაარტი (ჟირაჩეკი 75), ლასოგა, ოლიჩი

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

აუგსბურგი: ჰიტცი, ბაბა, ჰონგი, კლავანი, ვეეჰაეგი, ბაიერი,. ფოილნერი (ჟი 60), ტობიას ვერნერი, ალტინტოპი (ჰიობერგი 66), ეშვაინი (მატავჟი 73), ბობადილია

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

გოლები: 1:0 ოლიჩი (11), 2:0 ლასოგა (19), 2:1 ბობადილია (25), 2:2 ვერნერი (69), 3:2 ლასოგა (71)

გაფრთხილება: ვან დერ ვაარტი (26), კაჩარი (66), ლასოგა (75), ჟი (78)

მსაჯი: ველცი

ბურთის ფლობა: 40-60, დარტყმა: 15 (8)-14 (3), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 1-5, ჯარიმა: 14-19

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 1:2 (1:1)

ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი, მარსელო, სალიფ სანე (კარამანი 72), შულცი, ანდრეასენი, პრიბი, შმიდებახი (ფელიპე 90), შტინდლი, ხოსელუ, ია კონანი (შლაუდრაფი 80)

მწვრთნელი: მიხაელ ფრინცეკიD

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, აბრაჰამი, ბისაკჩიჩი, თოლიანი, ფირმინო (სალიჰოვიჩი 90+2), პოლანსკი, რუდი, შვეგლერი, შტრობლი, მოდესტე (შიპლოკი 73), შალაი (ციუბერი 90)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 0:1 მოდესტე (2), 1:1 შტინდლი (23 პენ), 1:2 შიპლოკი (83)

გაფრთხილება: შტრობლი (22), სანე (41), ბისაკჩიჩი (41), ცილერი (70), ხოსელუ (90), შტინდლი (90+2)

მსაჯი: პერლი

ბურთის ფლობა: 48-52, დარტყმა: 12 (5)-13 (4), კუთხური: 2-6, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-4, ჯარიმა: 24-18

შტუტგარტი-ფრაიბურგი 2:2 (2:0)

შტუტგარტი: ულრაიხი, ბაუმგარტლი, კლაინი, ნიდერმაიერი, გენტნერი, ჰლუშეკი, მაქსიმი (შვააბი 67), რომეუ, გინჩეკი (ტიმო ვერნერი 88), ჰარნიკი, კოსტიჩი (დიდავი 77)

მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი

ფრაიბურგი: ბიურკი, გიუნტერი (ჰოლფერი 46), მიტროვიჩი (დარიდა 46), რიტერი (მუიჯა 83), ზორგი, ტორეხონი, კლაუსი, შმიდი, შუსტერი, მეჰმედი, პეტერსენი

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლები: 1:0 გინჩეკი (25), 2:0 ჰარნიკი (27), 2:1, 2:2 პეტერსენი (58, 85 პენ)

გაფრთხილება: ბაუმგარტლი (7), მიტროვიჩი (32), ჰლუშეკი (57, 66), გენტნერი (89), შუსტერი (89)

გაძევება: ჰლუშეკი (66)

მსაჯი: შტარკი

ბურთის ფლობა: 45-55, დარტყმა: 11 (3)-14 (7), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 2-4, სეივი: 5-1, ჯარიმა: 17-15

ბაიერნი-ჰერტა 1:0 (0:0)

ბაიერნი: ნოიერი, როდე, ბოატენგი, დანტე, ლამი, ვაიზერი, გაუდინიო (კურტი 46), შვაინშტაიგერი, გიოტცე (პიზარო 75), მიულერი (ალკანტარა 67), ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ჰერტა: ბიურხერტი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პეკარიკი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, შულცი (ვაგნერი 83), შკიელბრედი, შტოკერი (ჰეგელერი 73), ჰარაგუჩი, კალუ (ნჯენგი 66)

მწვღთნელი: პალ დარდაი

გოლი: 1:0 შვაინშტაიგერი (80)

გაფრთხილება: კალუ (63)

მსაჯი: ვინკმანი

ბურთის ფლობა: 73-27, დარტყმა: 16 (7)-8 (3), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-6, ჯარიმა: 13-7

0.14783