ჩოგბურთი

18:16 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნავრატილოვას და რადვანსკას გზები გაიყარა

BBC-ის ცნობით, დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონი მარტინა ნავრატილოვა, პოლონელ აგნეშკა რადვანსკას აღარ გაწვრთნის. როგორც აგამ განაცხადა, გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.

“მინდა მარტინას მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რასაც ბოლო თვეებში ჩემს მიმართ იჩენდა. ნავარტილოვასთან მუშაობა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია. თუმცა ორივე შევთანხმდით, რომ ჩვენი გზები უნდა გაყრილიყო, რადგან მარტინა ჩემს საწვრთნელ პროცესში 100 პროცენტით არ იყო ჩართული. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით, პირად ცხოვრებაში წარმატებებს ვუსურვებ”- განაცხადა რადვანსკამ.

ნავრატილოვამ აგნეშკას გაწვრთნა 2014 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო, იქამდე კი პოლონელს ტომაშ ვიკტოროვსკი ავარჯიშებდა.

0.125251