“იუვენტუსის” ფრანგი მცველი პატრის ევრა, ტრავმის გამო საკუთარ გუნდს ტურინულ დერბიში “ტორინოს” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.
33 წლის ფეხბურთელმა “მონაკოსთან” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბარძაყი დაიზიანა. ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მას უახლოესი მატჩის გამოტოვება მაინც მოუწევს.
“ტორინო” “იუვენტუსს” კვირას, 26 აპრილს ეთამაშება. ევრამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.