“მაინცმა” ცუდ ფორმაში მყოფ “შალკეს” 2:0 სძლია და ორივე გოლის ავტორი მცველი შტეფან ბელი გახდა. 24 წლის ბელს აქამდე ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი ბურთი ჰქონდა გატანილი, ახლა კი სამი მოუგროვდა. მართალია, “შალკე” მეორე ტაიმში ბევრს ცდილობდა, მაგრამ კლასი და ოსტატობა დააკლდა. აშკარაა, რობერტო დი მატეომ დიდი ვერაფერი შესძინა “ხუმარებს”, გუნდი ოთხეულში ვერ გავიდა, რამდენიმე მატჩი აშკარად ჩააგდო (მაგალითად, მოსისხლე “დორტმუნდთან” 0:3) და ერთადერთი, რასაც სიამაყით გაიხსენებენ, ჩემპიონთა ლიგაში მადრიდში “რეალთან” მოგებაა – 4:3.
“მაინცი” კი ერთ დროს გასავარდნ ზონასთან იყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ დროულად გაუშვა მწვრთნელი კასპერ ჰიულმანდი. ბოლო 7-8 ტური ძლიერად ჩაატარეს.
მაინცი-შალკე 2:0 (2:0)
მაინცი: კარიუსი, ბელი, ბროზინსკი, ბუნგერტი, პარკი, ბაუმგარტლინგერი, გაისი, კუ, მალი (სოტო 72), სამპერიო (დე ბლაზისი 77), ოკაზაკი (ნოვესკი 90)
მწვრთნელი: მარტინ შმიდტი
შალკე: ფერმანი, ჰიოვედესი, კოლაშინაცი, მატიპი, ნასტასიჩი, ფარფანი (დრაქსლერი 63), ჰიოგერი (აოგო 13), ნოიშტადტერი (გორეცკა 55), ლეროი სანე, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო
გოლები: 1:0, 2:0 ბელი (28, 31)
გაფრთხილება: ნოიშტადტერი (40), კოლაშინაცი (77)
მსაჯი: ჰარტმანი
ბურთის ფლობა: 42-58, დარტყმა: 11 (3) – 18 (2), კუთხური: 4-6, თამაშგარე:L2-2, სეივი: 2-1, ჯარიმა: 10-9