ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი ალვარო მორატა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის კენჭისყრას სოციალური ქსელის Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა.
როგორც იცით, ესპანელი ფორვარდი მადრიდის “რეალის” აღზრდილია და მშობლიური კლუბიდან გასულ ზაფხულს აიბარგა.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” ვბრუნდები, თანაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში. ძალიან ბედნიერი ვარ”, - დაწერა ალვარომ საკუთარ Twitter–ზე.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფორვარდი “ბლანკოსის” ძირითად გუნდში 2010-2014 წლებში ირიცხებოდა და 52 შეხვედრაში 11 გოლი გატანა მოახერხა.