ფეხბურთი

18:31 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” შეუჩერებელია
სენსაცია: “ცხინვალი”- “დინამო” 4:1

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურის სენსაცია “მიხეილ მესხის” სათადარიგო მინდორზე მოხდა. ”ცხინვალმა” თბილისის “დინამოს” 4:1 მოუგო... მართალია, დღეს “დინამოც” ახალგაზრდული გუნდია და თავისთავად “ცხინვალთან” წაგება მოულოდნელობა არ იქნებოდა, მაგრამ ანგარიში? თან მაშინ, როცა საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტი დრო დადგა და ყოველ ქულას მართლაც ოქროს ფასი დაედო

ცხინვალელთა რიგებში ისევ გაიტანა ნიკა კაჭარავამ. ეს ნიკას მეხუთე გოლია ბოლო სამ ტურში.

გორის “დილამ” შინ “შუქურა” 5:2 გაანადგურა და პირველ ადგილზე უფრო ღრმად გაიდგა ფესვი. გორელები ახლა უშუალო კონკურენტ თბილისის ‘დინამოს” ოთხი ქულით უსწრებენ. “შუქურასთან” დუბლი მიითვალეს მიხაილ გორელიშვილმა და ირაკლი მოდებაძემ. მოდებაძისთვის ეს ჩემპიონატში გატანილი მე-11 და მე-12 გოლები გამოდგა, ამისდაკვალად ის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

25- ტური

24 აპრილი

ცხინვალიდინამო (თბილისი) 4:1 (1:1)

0:1 მათე ცინცაძე (25), 1:1 გიორგი ივანიშვილი (40), 2:1 ნიკა კაჭარავა (60), 3:1 ბიძინა მახარობლიძე (87), 4:1 რატი ცაწკრიალაშვილი (90)

ზუგდიდისამტრედია 1:1 (0:0)

0:1 ლევან კაკუბავა (67), 1:1 ლაშა ღონღაძე (78, პენ)

დილა (გორი) – შუქურა (ქობულეთი) 5:2 (3:1)

1:0 მიხაილ გორელიშვილი (9), 2:0 გიორგი ერისთავი (24), ირაკლი მოდებაძე (3:0), 3:1 გიორგი ჩელებაძე (41), 4:1 მიხაილ გორელიშვილი (59), 4:2 თორნიკე თუხარელი (61), 5:2 ირაკლი მოდებაძე (75)

კოლხეთი (ფოთი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:0 (1:0)

1:0 გურამ გურეშიძე (29), 2:0 ომარ გოგნაია (65), 3:0 მერაბ გიგაური (65)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (2:0)

1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (30), 2:0 კახა კახაბრიშვილი (45)

ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე)

ქუთაისი. ცენტრალური. 17:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი განუგრავა, სერგეი ლუბჩაკი (ორივე – ჩიხურა)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, ვ. ბასილაია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:2

25 აპრილი

დინამო (ბათუმი) – გურია (ლანჩხუთი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” უმაყურებლოდ. 16:00

მსაჯები:ი. კვირიკაშვილი, მ. კუპატაძე, დ. კვეტენაძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

პირველ წრეში:0:1

მერანი (მარტვილი) –ზესტაფონი

გუნდი

გგ

გმ

+/-

დილა

25

15

6

4

42

20

22

51

დინამო თბ

25

14

5

6

41

24

17

47

დინამო ბთ

24

14

3

7

31

21

10

45

ცხინვალი

25

13

3

9

32

31

1

42

სამტრედია

25

12

5

8

33

22

11

41

ჩიხურა

24

10

6

8

32

28

4

36

შუქურა

25

9

7

9

31

32

-1

34

ტორპედო

24

8

10

6

31

25

6

34

გურია

24

8

8

8

24

33

-9

32

კოლხეთი ფ

25

8

8

9

26

27

-1

32

ზუგდიდი

25

7

8

10

19

29

-10

29

მერანი

25

7

8

10

20

24

-4

29

ზესტაფონი

25

6

8

11

40

46

-6

26

მეტალურგი

25

6

6

13

22

33

-11

24

სიონი

25

6

5

14

22

38

-16

23

ვიტ-ჯორჯია

25

5

4

16

23

36

-13

19

მეგოლეები:

12 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), ნიკა კაჭარავა, ლაშა შინდაგორიძე (ორივე – ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.121265