ფეხბურთი

15:53 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები ელიტრაუნდამდე უკრაინაში ისპარინგებენ

გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი საქართველოს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები 26 აპრილს კიევში გაემგზავრება, სადაც 2 მაისამდე დარჩება და საწვრთნელ შეკრებასთან ერთად ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს უკრაინელ 19-წლამდელებთან. პირველი შეხვედრა 28 აპრილს ჩატარდება, მეორე კი 30 აპრილს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ასეთი შემადგენლობით შეიკრიბა:

მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი)

მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ყველა „საბურთალო“), ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი), ზურა ჯაფიაშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი დუმბაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი, ლადო მამუჩაშვილი (ყველა „საბურთალო“), გიორგი ბერიძე („ზესტაფონი“), ლადო მოხევიშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ზაურ გოგუაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

თავდამსხმელები: გიორგი ხორხელი („საბურთალო“), ბექა ჭკუასელი („დინამო“, ბათუმი), მათე კვირკვია („ზესტაფონი“), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი)

გუნდს უკრაინაში ვერ დაეხმარება ლუკა ზარანდია, რომელიც ტრავმას იშუშებს. ასევე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ შეკრებაზე ვერ იქნებიან ნაკრების ძირითადი ბირთვის ფეხბურთელები: გიორგი თევზაძე, ილია კერძევაძე, რომან ჭანტურია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი კილასონია...

უკრაინულ შეკრებაზე ნაკრებს დებიუტანტი ეყოლება - ქუთაისის „ტორპედოს“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ზაურ გოგუაძე, რომელსაც გიორგი დევდარიანი ამხანაგურ მატჩებში დააკვირდება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება, სადაც ქართველთა მეტოქეები ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებები იქნებიან. ამ ჯგუფის მატჩები 29-31 მაისს და 3 ივნისს თბილისში ჩატარდება. ელიტ რაუნდის ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი, 6-15 ივლისს საბერძნეთში დაგეგმილ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

0.113338