ფეხბურთი

15:10 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლარკი თასის ფინალსაც გამოტოვებს

ბირმინგემის “ასტონ ვილას” ირლანდიელი მცველი კირან კლარკი საკუთარ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 მაისს “უემბლიზე” თასის ფინალში ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

25 წლის ფეხბურთელმა დაზიანება 11 აპრილს, “ტოტენჰემთან” მატჩში მიიღო და ამის გამო თასის ნახევარფინალში “ლივერპულის” წინააღმდეგაც ვერ ითამაშა.

“ეს სერიოზული დარტყმაა კირანისთვის, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. მოედანზე გასვლა ყოველთვის შეიცავს ტრავმის მიღების რისკს. კლარკი არ განეკუთვნება იმ მოთამაშეთა რიცხვს, რომლებიც შეჯახებებს ერიდებიან. სამწუხაროდ, მისი საქმეში ხილვა მხოლოდ ახალ სეზონში შეგვეძლება” - განაცხადა “ასტონ ვილას” ბოსმა ტიმ შერვუდმა.

0.108526