ფეხბურთი

14:21 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის ნახევარფინალური წყვილები: “ნაპოლი” – “დნიპრო”, “სევილია” – “ფიორენტინა”

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო უკრაინული “დნიპროს” მეტოქის ვინაობა გახლავთ. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას გუნდი იტალიურ “ნაპოლის” დაუპირისპირდება, “სევილიას” კი მეტოქედ შესაბამისად “ფიორენტინა” ერგო.

ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 7 მაისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები - 14 მაისს.

ფინალი 27 მაისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდება. “ნაპოლისა” და “დნიპროს” შორის გამარჯვებული გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძლის სტატუსით იასპარეზებს.

0.114964