კალათბურთი

13:50 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” წაგებული მატჩი მოიგო (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 3 მატჩი გაიმართა.

“ბოსტონ სელტიკსი” საკუთარ დარბაზში “კლივლენდთან” 95:103 დამარცხდა. “კავალიერსმა” პირველი ტაიმი 8-ქულიანი უპირატესობით მოიგო, რაც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 31 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა და 2 ბლოკი შესძინა. “კავალიერსი” სერიაში 3:0 დაწინაურდა. მეოთხე მატჩი ბოსტონში 26 აპრილს გაიმართება.

“ნიუ ორლეანი” შინ “გოლდენ სტეტის” დაუპირისპირდა. შეხვედრა იქითკენ მიდიოდა, რომ “პელიკანსს” სერიაში სხვაობა უნდა შეემცირებინა. პირველი სამი პერიოდის შემდეგ ნიუ ორლეანელები მეტოქეს 20 ქულით ამარცხებდნენ. რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდმა “გოლდენ სტეტიმა” სასწაული მოახდინა და სტეფ კარის საოცარი სამქულიანებით მეოთხე პერიოდი 39:19 მოიგო. დამატებით 5-წუთეულში “ოკლენდელებმა” უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ 123:119 მოიგეს. სერიაში “გოლდენ სტეიტი” 3:0 იგებს. სერიის მეოთხე შეხვედრა ნიუ ორლეანში 26 აპრილს გაიმართება.

“ბოსტონ სელტიკსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 95:103 (25:31, 23:25, 28:28, 19:19)

“ბოსტონი”: თარნერი (19 ქ. 8 პ. 8 მ.), ბრედლი (18 ქ.), კრაუდერი (16 ქ. 7 მ.), სალინჯერი (10 ქ. 8 მ.), ზელერი (9 ქ.), სმარტი (8 ქ.), ტომასი (5 ქ.), იერებკო (4 ქ. 7 მ.), ბასი (4 ქ.), დატომე (2 ქ.)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (31 ქ. 11 მ. 4 პ.), ლავი (23 ქ. 9 მ. 3 პ.), სმიტი (15 ქ. 5 მ.), ირვინგი (13 ქ. 6 პ.), ტომპსონი (12 ქ. 7 მ.), მოზგოვი (5 ქ.), შამპერტი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=8jpbVBd9E0Q

სერიაში ანგარიში 0:3

“მილუოკი ბაქსი” – “ჩიკაგო ბულზი” 106:113 (27:27, 26:22, 18:25, 24:21, ო.ტ. 11:18)

“მილუოკი”: ანტეტოკუნმპო (25 ქ. 12 მ.), კარტერ-უილიამსი (19 ქ. 9 პ.), მიდელტონი (18 ქ. 7 პ.), ჰენსონი (15 ქ. 14 მ.), დადლი (11 ქ.), მეიო (8 ქ.), ილიასოვა (7 ქ.), ფაჩულია (2 ქ. 6 მ.) ბეილესი (1 ქ.)

“ჩიკაგო”:როუზი (34 ქ. 8 პ. 5 მ. 3 ჩ.), ბატლერი (24 ქ.), გასოლი (17 ქ. 14 მ.), სნელი (16 ქ.), დანლივი (12 ქ.), გიბსონი (6 ქ.), ნოა (2 ქ. 12 მ.), ბრუქსი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=JP3V9i6yjYM

სერიაში ანგარიში 0:3

“ნიუ ორლეანი” – “გოლდენ სტეიტი” 119:123 (26:25, 37:27, 26:17, 19:39 ო.ტ. 11:15)

“ნიუ ორლეანი”: დევისი (29 ქ. 15 მ. 3 პ.), ანდერსონი (26 ქ. 5 მ.), ევანსი (19 ქ. 8 პ.), კოული (16 ქ.), ჰოლიდეი (10 ქ.), კანინგჰემი (6 ქ.), გორდონი (6 ქ.), პოინდექსტერი (6 ქ.), აშიკი (1 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (40 ქ. 9 პ. 5 მ.), ტომპსონი (28 ქ. 6 მ.), გრინი (12 ქ. 17 მ.), ლივინგსტონი (12 ქ.), ბარნსი (11 ქ. 7 მ.), ბოგუტი (6 ქ.), ბარბოსა (6 ქ.), იგუადალა (4 ქ.), ეზელი (2 ქ.), სფეიტსი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=bhytiChuKyI

სერიაში ანგარიში 0:3

0.138291