ფეხბურთი

12:14 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის 6 წარმომადგენელი აწ უკვე ნახევარფინალისტებს ჰყავთ. 5 მოთამაშე მეოთხედფინალურ ეტაპზე ჩარჩენილი გუნდებიდან მოხვდა.

სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მარიანო ანდუხარი (“ნაპოლი”)

მცველები: ანტუნესი (კიევის “დინამო”), იგორ სმოლნიკოვი (“ზენიტი”), ტიმ კლოზე (“ვოლფსბურგი”).

ნახევარმცველები: დავიდ პისარო (“ფიორენტინა”), ვიტოლო (“სევილია”), ევგენი კონოპლიანკა (“დნიპრო”), ივან პერისიჩი (“ვოლფსბურგი”), ევგენი შახოვი (“დნიპრო”).

თავდამსხმელები: ხოაკინი (“ფიორენტინა”), ჰალკი (“ზენიტი”).

0.111926