ფეხბურთი

23:25 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაურკვევლობა და იმედი

სეზონის დამთავრებამდე ექვსი ტური დარჩა და ახლა ყველაზე საინტერესო პერიოდი იწყება, როცა, ფაქტობრივად, ყველა თამაში და ქულა მნიშვნელოვანია. ბოლო დღეებში მთავარი ამბავი “ზესტაფონის” ჩემპიონატიდან მოხსნა იყო. გაუგებარი ვითარებაა: გუნდი ჩემპიონატიდან ოფიციალურად მოიხსნა, ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 21 აპრილს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე კლუბს დაფინანსებაზე უარი უთხრა. თითქოს ყველაფერი დამთავრდა. თუმცა, გუნდი არ დაშლილა. ამბობენ, თუ ფინანსური რესურსი მოიძებნა, შესაძლოა, თამაში გააგრძელოსო. არადა, მარგველებს სააპელაციო კომიტეტში გასაჩივრებისთვის რამდენიმე დღე კიდევ აქვთ.

რაც შეეხება უშუალოდ ტურის ამბებს, რამდენიმე მატჩი საინტერესო უნდა გამოდგეს. “ცხინვალი” “მიხეილ მესხის” სათადარიგო მინდორზე თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს. ცხინვალელებმა ბოლო ორი მატჩი მოიგეს და თბილისელებთანაც გამარჯვებას შეეცდებიან. შიდაქართლელბს ზაფხულში ევროთასებზე გასვლა განუზრახავთ და ვინაიდან ქვეყნის თასის ნახევარფინალში სწორედ თბილისელებმა დაამარცხეს, ახლა თეორიული, მაგრამ სამეულში მოხვედრის შანსი კიდევ აქვთ, ამიტომ თავს არ დაზოგავენ. თანაც “დინამომ” “ცხინვალი” პირველ წრეში 6:1 დაამარცხა და რევანშის აღება თავმოყვარეობის ამბავიცაა. დინამოელებს იმ მატჩში ჰეთ თრიქის შემსრულებელი გიორგი პაპუნაშვილი დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლებათ, ეს კი თბილისელთათვის დანაკლისია, რადგან გიორგი ბოლო დროს გუნდის ლიდერად იქცა.

ლიდერი “დილა” ექვსი ტურია არ დამარცხებულა და ბოლო დროს ასევე არცთუ ცუდად მოთამაშე “შუქურასთან” უეჭველი სამი ქულის აღებას ეცდება, რაც იოლი ამბავი სულაც არ გახლავთ. ქობულეთელებს საკმაოდ შეკრული გუნდი ჰყავთ და ადვილად არავის არაფერს დაუთმობენ.

ქუთაისში იმერული დერბი გაიმართება. “ტორპედო” “ჩიხურას” უმასპინძლებს, თუ მოუგო ცხრილში გადაუსწრებს და ხუთეულს მიუახლოვდება. ქუთათურებს გაზაფხულზე ჩინებული მაჩვენებლები აქვთ. ცოტა ხნის წინათ აუტსაიდერებში მყოფებმა, ბოლო შვიდ ტურში ხუთი თამაში მოიგეს და ორი ფრედ დაამთავრეს. მადა ჭამაში მოდისო და საჩხერელებთანაც სამი ქულისთვის გაირჯებიან. თავის მხრივ, ზემოიმერლებიც, რომელთაც ასევე ევროთასებზე გასვლა დაუსახავთ მიზნად, წინა ტურში “ცხინვალთან” დამარცხდნენ და ახლა გაორმაგებული ენერგიით შეეჭიდებიან ქუთაისელებს. ესეც რომ არ იყოს, ამათი თამაში როდის ყოფილა მოსაწყენი.

კვირას კი ბათუმის ”დინამო” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს. ბათუმელებმა ბოლო სამ ტურში ორი თამაში წააგეს და ახლა უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, თუ სამეულში უნდათ დამკვიდრება, მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქრონ.

25-ე ტური

24 აპრილი

ცხინვალი – დინამო (თბილისი)

თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 16:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი პაპუნაშვილი (დინამო)

მსაჯები:ა. ბასლეჰლო, ზ. მენთეშაშვილი, ლ. ვარამიშვილი, გ. დოგრაშვილი, შ. ქუხილავა, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

პირველ წრეში:1:6

ზუდგიდი – სამტრედია

ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 16:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი პაჭკორია (ზუგდიდი)

მსაჯები:ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, ი. მაჩიტიძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში:1:0

დილა (გორი) – შუქურა (ქობულეთი)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებული: ლაშა ჩალაძე (შუქურა)

მსაჯები:ჯ. ხორავა, გ. ელიკაშვილი, ს. სპიცინი, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:3

კოლხეთი (ფოთი) – მეტალურგი (რუსთავი)

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 16:00

მსაჯები:ლ. კვარაცხელია, დ. ჩიგოგიძე, ზ. ბერულავა, ბ. ნინუა (სათადარიგო)

პირველ წრეში:0:1

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სიონი (ბოლნისი)

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 16:00

დისკვალიფიცირებულები: ვანო კურდღელაშვილი (ვიტ ჯორჯია); გიორგი ცხადაია (სიონი)

მსაჯები:დ. ხარიტონაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ი. უკლება, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში:0:0

ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე)

ქუთაისი. ცენტრალური. 17:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი განუგრავა, სერგეი ლუბჩაკი (ორივე – ჩიხურა)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, ვ. ბასილაია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:2

25 აპრილი

დინამო (ბათუმი) – გურია (ლანჩხუთი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” უმაყურებლოდ. 16:00

მსაჯები:ი. კვირიკაშვილი, მ. კუპატაძე, დ. კვეტენაძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

პირველ წრეში:0:1

მერანი (მარტვილი) – ზესტაფონი

პირველ წრეში:0:0

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.114591