ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2014-15 წლების რეგულარული სეზონის დაცვითი ყაიდის საუკეთესო მოთამაშედ “სან ანტონიო სპურსის” წევრი კავაი ლეონარდი დაასახელეს, არადა, მას სეზონში მხოლოდ 64 მატჩი მოუგროვდა.
ჟურნალისტთა გამოკითხვაში ლეონარდმა 333 ქულა (37 პირველი ადგილი) მოაგროვა და დრეიმონდ გრინს (317, 45) და დეანდრე ჯორდანს (261, 32) გაასწრო.