ფეხბურთი

22:00 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯონსონი 20 მაისს გასამართლდება

ინგლისური “სანდერლენდის” ნახევარმცველი ადამ ჯონსონი არასრულწლოვანი, 15 წლის ინგლისელ გოგონასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების გამო ეჭვმიტანილია. ინგლისური მედიის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი სასამართლოს წინაშე მიმდინარე წლის 20 მაისს წარსდგება.

“20 მაისის დილას, ადამ ჯონსონი სასამართლოს წინაშე წარსდგება”, - წერია კლუბის საიტზე.

აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს “შავი კატები” ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით ლონდონის “არსენალს” ეთამაშება.

ჯონსონს აღნიშნული ბრალდება 2 მარტს დაუდგინდა და მას შემდეგ გუნდს მხოლოდ ბოლო სამ შეხვედრაში - “ვესტ ჰემის”, “კრისტალ პალასის” და ნიუკასლ იუნაიტედის” წინააღმდეგ დაეხმარა.

0.134219