ჭიდაობა

20:40 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელებმა დაასრულეს

ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 66, 75, 85 და 130 კილოგრამებში გათამაშდა.

66-ში ნაკრების ლიდერ რევაზ ლაშხის არყოფნაში, შიდა კონკურენციაში ყველას სენაკელმა საჩინო დავითაიამ აჯობა. ფინალში მან აჭარელი არჩილ თურმანიძე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (6:3 0:2).

75 კილოგრამი ძმების – ზურაბ და გიორგი დათუნაშვილების ფინალით დაგვირგვინდა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ნაკრების წევრი – ზურაბი ავიდა (4:4 4:0).

85-ში ტრავმის გამო ხალიჩაზე არ გასულა ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი ვლადიმერ გეგეშიძე. საქართველოს ჩემპიონი კი ბაღდათელი მათე სოფაძე გახდა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში გარდაბნელ რობერტ ქობლიაშვილს უილეთო შეხვედრაში, გაფრთხილების უპირატესობით მიღებული ერთადერთი ქულის წყალობით აჯობა (0:0 1:0).

მძიმე წონაში კი ჩემპიონატი წაუგებლად წყალტუბოელმა იაკობ ქაჯაიამ ჩაამთავრა. ოქროს გზაზე გამართული 4 შეხვედრიდან მას მეტოქეთათვის ერთი ქულაც კი არ დაუთმია. ფინალში კი ქუთაისელ შოთა გოგისვანიძეს სძლია (1:0 3:0).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

23 აპრილი

66 კგ

1 საჩინო დავითაია (სენაკი)

2 არჩილ თურმანიძე (აჭარა)

3 გოგა გოგობერაშვილი (სამტრედია ორც)

3 შმაგი ბოლქვაძე (აჭარა ორც)

75 კგ

1 ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)

2 გიორგი დათუნაშვილი (თბილისი)

3 ილია გულბათაშვილი (თბილისი)

3 ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა ორც)

85 კგ

1 მათე სოფაძე (ბაღდათი ორც)

2 რობერტ ქობლიაშვილი (გარდაბანი)

3 რუდოლფ ოგანეზოვი (თბილისი)

3 ბექა როყვა (ოზურგეთი)

130 კგ

1 იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)

2 შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)

3 ბექა ჩოფლიანი (ოზურგეთი)

3 სანდრო დიხამინჯია (თბილისი)

0.123671