საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილი წვრთნის, მომავალ სეზონში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის A ზონის 31-ე ტურში “საბურთალომ” ქუთაისში წყალტუბოს “სამგურალი” 1:0 დაამარცხა და 75 ქულა დააგროვა. შედეგად, უმაღლესი ლიგის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.
განვლილი მატჩის მე-80 წუთზე ერთადერთი გოლი ანდრო სოფრომაძემ გაიტანა.