პრემიერლიგა

18:23 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლასიე შნეიდერლინის შემცვლელად

როგორც Times იუწყება, “საუთჰემპტონი” “ფეიენოორდის” 23 წლის ფეხბურთელ ხორდი კლასიეს შეძენით დაინტერესდა. ინგლისური კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელს მორგან შნეიდერლინის შემცვლელად მოიაზრებს. გავრცელებული ინფორმაციით, შნეიდერლინი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს ინგლისურ კლუბს.

ხორდი კლასიე ამპლუით ნახევარმცველია, 2010 წლიდან “ფეიენოორდში” თამაშობს, 2012 წლიდან კი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების წევრია.

გასულ ზაფხულს შნეიდერლინით “ტოტენჰემი” იყო დაინტერესებული, თუმცა “საუთჰემპტონმა” ფრანგის გაშვება არ ისურვა. დამდეგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შნეიდერლინის შეძენას ლონდონური კლუბები “ჩელსი” და “არსენალი” შეეცდებიან.

0.107216