ფეხბურთი

17:49 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “სხვები საუბრობენ, ჩვენ ნახევარფინალში გავდივართ”

“მონაკოსთან” ფრედ დასრულებული მატჩის და 1/2 ფინალში გაღწევის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მიღწეული შედეგით კმაყოფილება გამოთქვა.

“სასურველ შედეგს მივაღწიეთ და ნახევარფინალში გავედით. როგორც პირველი მატჩი, არც საპასუხო თამაში ყოფილა სანახაობრივი. “მონაკოს” წინააღმდეგ თამაში რთულია, მაგრამ ჩვენ დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მომდევნო მეტოქეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სამივე ძალიან ძლიერები არიან. მათ შორის განსხვავებული თამაშები გველოდება. სხვები ლაპარაკობენ, ჩვენ კი ნახევარფინალში ვართ”, - თქვა ალეგრიმ.

მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსს” მიმდინარე სეზონის წინ ჩაუდგა სათავეში, როცა გუნდიდან წასული ანტონიო კონტე ჩაანაცვლა და “ბებერი ქალბატონი” დღეისთვის იტალიის ჩემპიონატს 15 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ამასთან ერთად იტალიის თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც იმყოფება.

0.121501