იტალიელის მენეჯერის ჯანლუკა მარინის თქმით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარეს სერიოზული ოჯახური პრობლემა აქვს და ასეთ სიტუაციაში ფეხბურთზე ფიქრი ძნელია. ამის შესახებ მან ინტერნეტპორტალ gazzetta.gr-სთან საუბარში განაცხადა.
“როგორც უკვე ვთქვი, მოლაპარაკების შედეგის შესახებ პაოკ-ი თავისი ოფიციალური წყაროებით იტყვის. პაოკ-თან მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო 10 დღის განმავლობაში გიორგი ლორია ფეხბურთზე იმდენს ვერ ფიქრობს. მას ოჯახში ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, რომელსაც მთელ ყურადღება აქცევს. როდესაც საქმე ასე სერიოზულადაა, ფეხბურთზე საუბარი ძნელია, თუნდაც ეს კარიერის მომავალს ეხებოდეს”, - აღნიშნა მარინიმ.
საქმე ისაა, რომ ლორიას მამა ბატონი ნუგზარი, რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, მძიმედ ავადაა. თავის მხრივ, “მსოფლიო სპორტი” მას გამოჯანმრთელებას უსურვებს.